ინტელის ტრენინგის რეფლექსია
პირველი დღე
III კლასის მასწავლებლებისთვის საინტერესო ეტაპი დაიწყო. ტექნოლოგიების გამოყენებით ვიწყებთ სასწავლო პროექტების დეტალურად განხილვას. ძალიან საინტერესო იყო პირველი მოდული. ინტელის საგანმანათლებლო გზამკვლევის დახმარებით დეტალურად განვიხილეთ პროექტების დაგეგმვა, მეთოდურად განვიხილეთ პუბლიკაციები, იდეურად დავამუშავეთ, გავეცანით ნიმუშებს. მოუთმენლად ველი შემდეგ მოდულს. მინდა ჩემს პატარა მოსწავლეებს,რომლებსაც ძალიან მოსწონთ პროექტებზე მუშაობა, გავუზიარო ჩემი გამოცდილება.
მეორე დღე
საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა დღევანდელი მოდული. შევიმუშავეთ ჩვენი პროექტის მიზნები და ამოცანები. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები. გავეცანით სასწავლო პროექტების ნიმუშებს, რომლებიც იმედია დაგვეხმარება უფრო წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი პროექტები.
მესამე დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გახსენებით და გადავედით ახალ მოდულზე შევისწავლეთ სტანდარტების დადგენა ,სსწავლო მიზნების შემუშავება და სხვა ...მადლობა ქალბატონ მარეხს მოთმინებისათვის
მეოთხე დღე
მეოთხე დღეც ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა,შევისწავლეთ:დროში გაწერილი გეგმის შედგენა და მოსწავლის წინარე ცოდნის დადგენა,პრეზენტაციის დაგეგმვა....ტრენინგი იყო საინტერესო და სასიამოვნო
მეხუთე დღე
დღეს კიდევ უფრო მრავალფეროვანი სამუშაოები შევასრულეთ. შევქმენით ციტირებული დოკუმენტი (საავტორო უფლებებზე), გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის სავარაუდო ნიმუში და გადავიტანეთ- მოსწავლის ნიმუშის საქაღალდეში; ვისწავლეთ ჩანართების გაკეთება და ვიდეოს გადატანა Youtube- დან ჩვენს ბლოგებზე, ვიმუშავეთ ინტელის სახელმძღვანელოშიც.. კიდევ, ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას გავეცანით ..დიდი მადლობა ქალბატონ მარეხს ასეთი საინტერესო დღისთვის.
მეექვსე დღე
დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში და შევავსეთ საბაზისო უნარ- ჩვევების გრაფა, ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება და შეცდომების გასწორება Word- ის პროგრამაში, გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა, ვიმუშავეთ ბლოგებზე, გავაკეთეთ ჩანართები და ბოლოს შევავსეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი... გარდა ამისა შევასრულეთ კიდევ ბევრი სასარგებლო აქტივობა..კარგი დღე იყო :)
მეშვიდე დღე
სასარგებლო და საინტერესო იდეების დღე იყო, ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ და ვიმუშავეთ განმავითარებელი თვითშეფასების და კლასის შეფასების რუბრიკებზე, შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით პრეზენტაცია, რომელიც შევინახეთ საჭირო რესურსების საქაღალდეში, ვისწავლეთ ბმულების ჩასმა ბლოგზე, განსაკუთრებით მომეწონა ინტელის რესურსებში მოცემული შეფასების მზა რუბრიკები
მერვე დღე
დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გახსენებით, შევქმენით ფასილიტაციის დოკუმენტი, დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევავსეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, ჩვენი მთელი რვა დღის ნაშრომი კი ბლოგზე გამოვაქვეყნეთ, ყველა სამუშაო სიამოვნებით შევასრულე.
მეცხრე დღე
ტრენინგის დამთავრების შემდეგ ვგრძნობ , რომ ჩემი ცოდნის
დონე საკმაოდ გაიზარდა,გავხდი უფრო თავდაჯერებული და ლაღი კომპიუტერთან მუშაობისას,შევიძინე
უფრო მეტი უნარ–ჩვევა, ვისწავლე პროექტის კეთება,მისი ატვირთვა ინტერნეტში,მასალების
მოძიება და ჩამოტვირთვა ინტერნეტიდან,მათი გადანაწილება ფოლდერებში,მოკლედ ყველაფერი
რაც უფრო ნაყოფიერს გახდის ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას.
კიდევ ერთხელ
დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ მარეხს!
Comments
Post a Comment